ხალიჩების შექმნის ისტორია - როდის და სად შეიქმნა პირველი ხალიჩა

ხალიჩების შექმნის ისტორია - როდის და სად შეიქმნა პირველი ხალიჩა

ხალიჩების შექმნის ისტორია - როდის და სად შეიქმნა პირველი ხალიჩა

ხალიჩები, საუკეთესო საშუალებაა სახლში კომფორტისა და სიმყუდროვის შესაქმნელად. სტრესული ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ჩვენს დროში საკმაოდ მნიშვნელოვანია სახლში გვქონდეს მყუდრო და მშვიდი გარემო. თუმცა ალბათ იშვიათად ვფიქრობთ იმაზე თუ სად და როგორ შეიქმნა პირველი ხალიჩა, ან რითვის იყენებდნენ მას. რა თქმა უნდა დროთა განმავლობაში შეიცვალა ხალიჩის დამზადებისთვის საჭირო ტექნოლოგიები, მასალები და მიდგომა. მოდით გადავხედოთ ისტორიას და ვნახოთ საიდან მოდის ჩვენი საყვარელი ნივთი.

პირველი აღმოჩენა

გაგიკვირდებათ მაგრამ ხალიჩის წინაპარი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2000 - 3000 წლით თარიღდება. პირველი ხალიჩები მზადდებოდა ცხვრის ტყავისგან ან თხის ბეწვისგან და მათ ძირითადად იმისათვის იყენებდნენ, რომ ძირს კომფორტულად დამჯდარიყვნენ. ალბათ ისიც სიურპრიზია მაგ დროს ადამიანები კომფორტზე, რომ ფიქრობდნენ და ამისთვის ქმნიდნენ ნივთებს. პირველი ხალიჩის წარმოშობის ადგილი არაა დადგენილი, თუმცა მკვლევარების აზრით ეს ახლო აღმოსავლეთის ტერიტორია უნდა იყოს. უძველესი დღეისთვის ცნობილი ხალიჩა არის "პაზირიკის ხალიჩა". რომელიც რუსმა მეცნიერმა სერგეი რუდენკომ აღმოაჩინა ციმბირის ტერიტორიაზე, სკვითების პრნცის საფლავში. იგი თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნით. უცნაურია მაგრამ, პირველადი სახის შენარჩუნება საფლავის გაძარცვის გამო მოხდა შესაძლებელი. ღია სივრცეში ხალიჩა უბრალოდ გაიყინა და პირველადი სახით შემოინახა. ასევე კარგად იყო შემონახული მასზე არსებული ამოქარგული სხვადასხვა ფიგურები, რომლებიც იმდროინდელი ცხოვრების დეტალებს გამოსახავდნენ.

ხალიჩების წარმოების ინდუსტრიის დასაწყისი

1838 წელს კაცმა სახელად ერასტუს ბიგელოუმ გამოიგონა ხალიჩის საქსოვი ელექტრო დაზგა. ეს პრაქტიკულად გადატრიალება იყო ამ სფეროში რადგან ხალიჩების წარმოება ერთ წელიწადში გაორმაგდა ხოლო 1850 წელს გასამმაგდა.

+ (995) 500501470