როგორ გავრეცხოთ ხალიჩა სახლის პირობებში
არ ააქვს მნიშვნელობა ხალიჩას კედელზე იყენებთ თუ იატაკზე, ნებისმიერ შემთხვევაში მასზე ხდება მიკრობების და ბაქტერიების დაგროვება. განსაკუთრებით როდესაც ხალიჩა იატაკზე გვაქვს დაფენილი. მასზე ხშირად ხვდება ფეხსაცმელი ან შინაური ცხოველის თათი, რომელიც სულ ახლახანს დაბრუნდა სეირნობიდან. რეგულარულ წმენდას შეუძლია გაახანგრძლივოს თქვენი ხალიჩის სიცოცხლე და დიდხანს შეუნარჩუნოს პირველადი იერი. მტვრისა და ჭუჭყის დაგროვებას შეუძლია დააზიანოს ხალიჩის ბოჭკოები, ასევე გამოიწვიოს უსიამოვნო სუნი. ამ სტატიაში შევეცდებით მოგცეთ რჩევები ხალიჩის სახლის პირობებში რეცხვისათვის.
სასურველია ხალიჩა კვირაში ერთხელ მაინც გაიწმინდოს მტვერსასრუტით, მითუმეტეს თუ სახლში შინაური ცხოველები და ასევე ბავშვები გვყავს. ხოლო მისი ღრმა წმენდა წელიწადში ორჯერ არის რეკომენდებული. თუ ხალიჩაზე დაიღვარა რაიმე სითხე, რაც შეიძლება მალე უნდა გავწმინდოთ, რათა არ მოხდეს ლაქების გაჩენა.
ვიწყებთ წმენდას მტვერსასრუტით
თავდაპირველად საჭიროა ხალიჩის საფუძვლიანი გასუფთავება ძლიერი მტვერსასრუტით. ეცადეთ ყველა ნაწილი აუჩქარებლად და დაკვირვებით გაწმინდოთ. თუ საჭიროა გამოიყენეთ სპეციალური თავაკები ხალიჩიდან ბეწვების და სხვა ჩამდარი ჭუჭყის მოსაცილებლად. საუკეთესო შედეგისთვის თუ არის ისეთი ნივთები, რომლებიც ხალიჩაზეა განლაგებული, გადაადგილეთ და მასე გაწმინდეთ საფუძვლიანად. ასევე რეკომენდებულია ხალიჩა გადმოვაბრუნოთ და მისი უკანა ნაწილიც გულმოდგინედ გავწმინდოთ.
ღრმა წმენდა მარილით და სოდით
შეიძლება არ იცოდით, მაგრამ ხალიჩის საწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ სუფრის მარილის და სოდის ნაზავი. შევუიროთ ერთმანეთში ეს ორი და გავხსნათ ერთ ბოთლ ცივ წყალში. მტვერსასრუტით უკვე კარგად გასუფთავებულ ხალიჩაზე შევასხუროთ ისე, რომ ხალიჩა დანესტიანდეს, მაგრამ არ დასველდეს. ამის შემდგომ ავიღოთ ჩოთქი და ხალიჩა გავწმინდოთ ერთი მიმართულებით. ეს პროცედურა ამოიყვანს ჩამჯდარ ჭუჭყს. არ ინერვიულოთ თუ სოდის ნაწილაკები დარჩა ზედაპირზე. აცადეთ გაშრობა და შემდეგ გამოიყენეთ მტვერსასრუტი.
თუ ცუგამ ხალიჩაზე მოშარდა
დამეთანხმებით საკმაოდ არასასიამოვნოა, მაგრამ ლეკვებმა ხშირად არ იციან სად მოშარდონ ამიტომ შესაძლოა ეს თქვენი ხალიჩა აღმოჩნდეს. ასეთ შემთხვევაში ნუ შეშინდებით. პირველ რიგში გამოიყენეთ საფენი იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი სითხე ამოაშროთ, ხოლო შემდეგ სუნის მოსაცილებლად შეურიეთ ძმარი და თბილი წყალი თანაბარი რაოდენობით და მიასხურეთ.
ვებრძოლოთ ღვინის ლაქებს
დამეთანხმებით წითელი ღვინის ლაქა ყველაზე რთულად მოსაშორებელია. თუ შემთხვევით ხალიჩაზე წითელი ღვინო დაიღვარა, პირველ რიგში, რაც შეიძლება სწრაფად მოწმინდეთ ხელსახოცით. შემდეგ ლაქაზე მოაბნიეთ მარილი ან სოდა, დაელოდეთ რამოდენიმე წუთი და მტვერსასრუტით მოასუფთავეთ. თუ ამის შემდეგ ლაქა არ გაქრა გამოიყენეთ ქიმიური საშუალებები, რომლებიც განკუთვნილია ხალიჩების წმენდისთვის. ასეთ შემთხვევაში გამოიჩინეთ სიფრთხილე და გულდასმით გაეცანით ინსტრუქციას. ნამდვილად შეესაბამება თუ არა ეს საშუალება თქვენი ხალიჩის ტიპს.
ამ სტატიაში ვეცადეთ გაგვეზიარებინა ის ხერხები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ხალიჩის წმენდისთვის სახლის პირობებში, მაგრამ რა თქმა უნდა ამის გაკეთება ჯობია პროფესიონალებს მიანდოთ დაგვიკავშირდით და მიიღეთ საუკეთესო სერვისი რადგან ხალიჩების რეცხვა არავის გამოსდის ისე კარგად როგორც ჩვენ